Accessibility links

25 წელი გავიდა შამილ ბასაევის მებრძოლების მიერ ბუდიონოვსკის საავადმყოფოში მძევლების აყვანის ტრაგედიიდან


ჩერნომორდინის სატელეფონო საუბარი ბასაევთან

დღეს შესრულდა 25 წელი მას შემდეგ, რაც 1995 წლის 14 ივნისს ჩეჩნეთის პირველი ომის დროს, ჩეჩენი საველე მეთაურის, შამილ ბასაევის შეიარაღებული რაზმი სტავროპოლის ტერიტორიაზე გადავიდა და დაახლოებით 1500 მძევალი აიყვანა ქალაქ ბუდიონოვსკის ცენტრალურ საავადმყოფოში.

ტერორისტებმა ულტიმატუმი წაუყენეს რუსეთის ხელისუფლებას, რომ შეეწყვიტა საბრძოლო მოქმედებები ჩეჩნეთის ტერიტორიაზე და დაეწყო მოლაპარაკებები სეპარატისტული იჩქერიის ხელისუფლების პრეზიდენტ ჯოხარ დუდაევთან.

17 ივნისს რუსმა სამხედროებმა წარუმატებლად სცადეს საავადმყოფოს შტურმით აღება, რის შემდეგაც კრემლი დათანხმდა შამილ ბასაევთან მოლაპარაკებებს. 25 წლის წინ ტელეფონით შამილ ბასაევთან მოლაპარაკების აწარმოებდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ჩერნომირდინი.

მოლაპარაკების შედეგად მძევლები გაათავისუფლეს, ხოლო ბასაევის რაზმს ჩეჩნეთში დაბრუნების ნება დართეს.

მთლიანობაში, ბუდიონოვსკში მძევლების აყვანის დროს დაიღუპა 129 ადამიანი, მათ შორის, რამდენიმე ათეული მილიციონერი და სამხედრო. დაახლოებით 415 - დაიჭრა.

ბუდიონოვსკის მოვლენებიდან მალე თანამდებობა დატოვეს რუსეთის უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა.

შამილ ბასაევი ხელმძღვანელობდა ბესლანის სკოლაში მძევლების აყვანის ოპერაციას 2004 წლის სექტემბერში, როდესაც უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ბუდიონოვსკში, ძირითადად სკოლაზე განხორციელებული შტურმის შედეგად. თავად ბასაევი ოპერაციაში უშუალო მონაწილეობას არ იღებდა.

შამილ ბასაევი რუსეთის სპეცსამსახურის აგენტებმა 2006 წელს მოკლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG