Accessibility links

შალვა ნათელაშვილი: „საერთო სიის შედგენა, ეს იქნება ჩასაძირად გამზადებული „ტიტანიკი“


საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი არ იზიარებს საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის საერთო საარჩევნო სიის შედგენის იდეას. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აღნიშნული ინიციატივის კომენტირებისას ლეიბორისტთა ლიდერმა განაცხადა, რომ ისტორიულად სიის შედგენა ერთ პარტიაშიც კი ნგრევისა და დაპირისპირების საფუძველია, გაერთიანებულ ოპოზიციაში კი ეს იქნება ჩასაძირად გამზადებული „ტიტანიკი“:

„ვფიქრობ, რომ ამ სურვილს კეთილშობილური მოსაზრებები უდევს საფუძვლად, მაგრამ აუცილებელია განვაცხადოთ, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, პოლიტიკურმა სპექტრმა მოახერხა გაერთიანება იდეის, მიზნის და არა სიის გარშემო.

შედეგები გრანდიოზულია, გადავანგრიეთ მაჟორიტარული მძარცველური სისტემა პოლიტიკურ იერარქიაში. განთავისუფლებულია პოლიტპატიმართა უდიდესი უმრავლესობა, მზადდება ხელისუფლების სრული დეზორგანიზაცია და რეორგანიზაცია და იმავდროულად ვემზადებით მრავალპარტიული მთავრობის შესაქმნელად, რაც გამორიცხავს ერთპარტიულ მმართველობასა და კერპების წარმოშობას. საერთო სია შექმნილ ვითარებაში, ეს იქნება ჩასაძირად გამზადებული „ტიტანიკი“, რაც ოლიგარქის უძველესი ოცნებაა, რათა მან დაყოს კვლავ პოლიტიკური სივრცე ორ პოლუსად“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 13 ივნისს გამოვიდა ინიციატივით, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი საარჩევნო სია შექმნან. ადგილები სიაში, მისი თქმით, ალბათ, პარტიების რეიტინგების მიხედვით უნდა გადანაწილდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG