Accessibility links

ამირან გამყრელიძე: 13 ახალი შემთხვევის ინფიცირების ყველა წყარო ცნობილია


ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, COVID-19-ით ინფიცირებული 13-ვე ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო დადგენილია.

როგორც “ინტერპრესნიუსს” მან უთხრა, შემთხვევების ნაწილი საკარანტინო ზონას უკავშირდება, ნაწილი კი აქამდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებიდან გამოვლინდა. ამირან გამყრელიძის თანახმად, საქმე ახალ კლასტერთან არ გვაქვს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ 13 ივნისს განაცხადა, რომ 10-ს მიაღწია იმ კოვიდპაციენტების რიცხვმა, რომელთა ინფიცირების წყარო ვერ დგინდება.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 14 ივნისის დილის მონაცემებით 13-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 1 ადამიანი.

ამ დროისათვის სულ დადასტურებულია ინფიცირების 864 შემთხვევა, აქედან აქტიურია 161 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 703, ხოლო გარდაცვლილი 14 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG