Accessibility links

ერთ დღეში სამი კორპუსი გადაურჩა გაზით აფეთქებას: "თბილისი ენერჯი"


კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით 13 ივნისს თბილისის სხვადასხვა უბანში ბუნებრივი აირით აფეთქებას სამი კორპუსი გადაურჩა:

„გლდანის მე-8 მკრ-ში, ვაზისუბნის მე-3 მკრ-სა და ვაზისუბნის დასახლება 8-ში მომხდარი ინციდენტები იდენტურია. სამივე შემთხვევაში ბინაში მცხოვრებლებმა უყურადღებოდ, ჩართულ მდგომარეობაში დატოვეს გაზის ონკანები, საიდანაც ბუნებრივი აირი ჟონავდა და ოთახში გროვდებოდა.

ინციდენტის ადგილებზე მისულმა, თბილისი-ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის - 114 -ის თანამშრომლებმა, ლაზერული აპარატით შეამოწმეს სადარბაზოები და ლიფტის შახტები. თბილისი ენერჯის სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით გადაკეტეს გაზი, გაანიავეს საცხოვრებელი ფართი.

სამივე კორპუსში, სადაც გუშინ რამდენიმე მობინადრემ გაზის მოხმარების წესები დაარღვია, ათეულობით ოჯახი ცხოვრობს, რომელთა უსაფრთხოება და სიცოცხლე სერიოზული რისკის ქვეშ დადგა”, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

„თბილისის ენერჯი“ მოსახლეობას მოუწოდებს, ნუ დატოვებენ გაზის ონკანებს ჩართულს და სათანადოდ დაიცვან ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარების წესები. კომპანია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კანონმდებლობით ყველა მობინადრე თავად არის პასუხისმგებელი მის ფართში გაზის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG