Accessibility links

დონალდ ტრამპი სიტყვით გამოვიდა ვესტ-პოინტის აკადემიაში, რომელიც ქართველმა კადეტმაც დაამთავრა


„ამერიკის გადარჩენა და ცივილიზაციის სიმტკიცე თქვენნაირების ხელშია“, - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს, ქვეყნის ერთ-ერთ უძველესი ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულებს საზეიმო ცერემონიაზე.

რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ ცნობით, კურსდამთავრებულთა შორის იყო ქართველი კადეტი ზვიად ჯოლოხავა.

ნიუ-იორკის შტატში მდებარე აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიაზე 1,107 კადეტი შეიკრიბა. ღონისძიება კი პირველი იყო პრეზიდენტ ტრამპისთვის, რომელმაც ვესტ-პოინტში, პრესტიჟული სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა.

პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 14 ივნისს ქვეყანა შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 245-ე წლისთავს იზეიმებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG