Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანკტ-პეტერბურგის კლინიკებში არ ჰყოფნით ადგილები კორონავირუსიანი პაციენტებისათვის


რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქ სანკტ-პეტერბურგის ხელმძღვანელობის ცნობით, ქალაქის საავადმყოფოებში ხშირად არ ჰყოფნით ადგილები კორონავირუსით დაავადებულ პაციენტთა მისაღებად.

ამის შესახებ ქალაქის ვიცე-გუბერნატორმა ოლეგ ერგაშოვმა თქვა ადგილობრივ ტელეკომპანიასთან საუბრის დროს, როდესაც აღიარა, რომ „ვითარება კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით რთულია და პანდემია ბოლომდე არ წასულა შემცირებისკენ“.

ერგაშოვის თქმით, ყოველდღიურად კლინიკებიდან წერენ COVID-19-სიგან განკურნებულ 500 პაციენტს და ღებულობენ ზუსტად ამდენივე ახალ დაავადებულს.

ამ განცხადების ფონია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ რუსულ ტელეკომპანია „როსსიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში გამოთქმული ოპტიმიზმი.

პუტინი, კერძოდ, აცხადებს, რომ ქვეყანა „მტკიცედ“ და „მინიმალური დანაკარგებით“ გამოდის კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციიდან, განსხვავებით აშშ-ისა, სადაც, მისი აზრით, „მოსახლეობის ინტერესებზე მაღლა დგას ჯგუფური, პარტიული ინტერესები“.

თუმცა რუსეთის ოპერატიული შტაბის ახალი მონაცემებით განვლილი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 8835 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. COVID-19-ის დაავადებული 119 პაციენტი გარდაიცვალა.

შაბათის სტატისტიკასთან შედარებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები რუსეთში უმნიშვნელოდ არის გაზრდილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG