Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში 4 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ჰოსპიტალიზებულია


ელჟან ბირტანოვი
ელჟან ბირტანოვი

14 ივნისს ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრმა ელჟან ბირტანოვმა განაცხადა, რომ დაავადებულია კორონავირუსით.

„მეგობრებო, სამწუხაროდ, ჩემი ბოლო ტესტი კორონავირუსზე პოზიტიური აღმოჩნდა. დაავადება არ არის უსიმპტომო, ამიტომ ინფექციური დაავადების გამო საავდმყოფოში მომათავსეს“, - განაცხადა ფეისბუკით გავრცელებულ ცნობაში ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრმა, რომელიც მანამდე ჩადიოდა რეგიონებში და ადგილზე ეცნობოდა კლინიკებში მოთავსებული ავადმყოფების მდგომარეობას.

ბოლო მონაცემებით ყაზახეთში კვირას კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში, სადაც კორონავირუსით დაავადების შემთხვევები თავდაპირველად თითოოროლა იყო, 12 მაისიდან მკვეთრად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა.

ეპიდემიის განმავლობაში COVID-19-ის ინფექცია აღმოაჩნდა 18 898 ადამიანს.

77 პაციენტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG