Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში კვირა ღამიდან ძალაში შედის ორდღიანი მკაცრი კარანტინი


აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოსა და კიდევ 8 რაიონში შუაღამის 12 საათიდან ამოქმედდება მკაცრი კარანტინი, რომელიც ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით 48 საათის განმავლობაში, 16 ივნისს დილის 6 საათამდე იმოქმედებს.

ამ ხნის განმავლობაში მოქალაქეებისათვის იკრძალება ქალაქში გამოსვლა გარდა გადაუდებელი საჭიროების, როგორიცაა სამედიცინო დახმარება. სურათისა და მედიკამენტების მიწოდება მოხდება სპეციალური სამსახურების საშუალებით.

კარანტინის განმავლობაში მოქალაქეებს ახლობლების დაკრძალვაზე მისვლა შეეძლებათ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ნებართვით, რომელსაც ცხელი ხაზის საშუალებით მიიღებენ.

აზერბაიჯანის მთავრობამ მკაცრი კარანტინის შემოღება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ბოლო დღეებში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით დაავადების შემთხვევები.

14 ივნისს აზერბაიჯანში გამოვლინდა 387 დაინფიცირებული, 4 პაციენტი გარდაიცვალა.

მთლიანობაში პანდემიის განმავლობაში COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობა მიუახლოვდა 10 000-ს, 5583 ავადმყოფი განიკურნა, 119 პაციენტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG