Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში ერთი ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 


იანვარში მომხდარი მიწისძვრის შედეგი
იანვარში მომხდარი მიწისძვრის შედეგი

თურქეთში ერთი ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა კვირას 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, რომლის ეპიცენტრიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ბინგოლის პროვინციაში მდებარეობს.

სააგენტო "როიტერსის" თანახმად ამ არეალში დაზიანდა ათობით საცხოვრებელი სახლი და შენობა.

დაღუპულია დაცვის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც მის კოლეგასთან ერთად მიწიძვრის დროს სათვალთვალო კოშკზე იმყოფებოდა. მიწისძვრის შედეგად კოშკი ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი დაცვის ერთი თანამშრომელი მოგვიანებით დაიღუპა.

წელს ეს უკვე მეორე მიწისძვრაა თურქეთში. იანვარში სულ მცირე 21 კაცი დაიღუპა აღმოსავლეთ თურქეთში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG