Accessibility links

site logo site logo

საქართველოში ისევ შესაძლებელია მატარებლით მგზავრობა


დღეიდან საქართველოში განახლდა რკინიგზით მგზავრების გადაყვანა, რომელიც მარტის ბოლოდან იყო შეწყვეტილი კორონავირუსის მასობრივად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

მარტის შემდეგ პირველი სამგზავრო მატარებელი დილის 8 საათზე გავიდა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით.

მატარებელში ასვლამდე მგზავრები გაივლიან თერმოსკრინინგს, ხოლო ვაგონში შევლისთანავე - დეზობარიერს და ხელებს დაიმუშავებენ დისპენსერებში არსებული სადეზინფექციო ხსნარით. მატარებელში მგზავრები არ დაიშვებიან ნიღბების გარეშე, რომლის მოხსნის უფლება არ აქვთ მგზავრობის დასრულებამდე. კიდევ ერთი სავალდებულო წესი სოციალური დისტანციის დაცვაა.

რკინიზგით მგზავრობა შიდა ტურიზმის გახსნის პარალელურად აღდგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG