Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 კოვიდინფიცირებულიდან 4 რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის კონტაქტია


კასპის რაიონის სოფელ მეტეხში დღეს 4 ადამიანს დაუდასტურდა COVID 19, ინფორმაცია შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა დაადასტურა. მისი თქმით, ამჟამად სოფელში ეპოდემიოლოგები მუშაობენ ინფიცირებულთა კონტაქტების დასადგენად და გამოკვლევების ჩასატარებლად.

მეტეხში ინფიცირების 5 შემთხვევაა დადასტურებული. პირველი შემთხვევა 14 ივნისს გამოვლინდა, ინფიცირებული პირი რესპუბლიკური სააავადმყოფკოს მედპერსონალია, დანარჩენი 4 კი მისი ოჯახის წევრები არიან.

14 ივნისს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა, რომ კორონავირუსზე ტესტირება 80 პაციენტს ჩაუტარდა, მათგან ინფიცირება დაუდასტურდა 3 მედპერსონალს.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა.

15 ახალი პაციენტიდან 2 სამედიცინო პერსონალია - ამის შესახებ მედიას აცნობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, 10 საკარანტინო სივრციდანაა, მათ შორის ხუთი იმპორტირებული შემთხვევაა, კიდევ ხუთს კი, კონტაქტი ჰქონდა საქართველოში ინფიცირებულებთან. ერთი საბურთალოს წყაროსთან დადასტურებული კონტაქტია, ხოლო ორის წყაროს მოძიება გრძელდება.

2 ივნისიდან 12 ივნისამდე, საქართველოში 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევების რიცხვი 9-ს არ აჭარბებდა. 12 ივნისს 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 13-ში 8 და 14 ივნისს - 13.

15 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 879 შემთხვევაა. მათგან 704 უკვე გამოჯანმრთელებულია. 14 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG