Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე: ხვალიდან კორონავირუსზე PCR ტესტის გაკეთება 25 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღეიდან, 15 ივნისიდან რისკჯგუფების ჩამონათვალი ფართოვდება და უფრო მეტ ადამიანს ჩაუტარდება PCR ტესტი. გარდა ამისა, მან ბრიფინგზე აღნიშნა, რომ კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება უფრო მეტ ადგილზე იქნება შესაძლებელი.

"დღეს ნებისმიერი ტემპერატურით ადამიანმა აუცილებელია მიმართოს ცხელების ცენტს. ხვალ-ზეგიდან შესაძლებელია იქნება მათ მიმართონ 25 პოლიკლინიკას, სადაც ამბულატორიულ პირობებში ჩაუტარდებათ მათ კვლევა", - თქვა მან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 879 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 704 განიკურნა, 14 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG