Accessibility links

ამირან გამყრელიძე: იმატებს ე.წ. მსუბუქ შემთხვევათა რიცხვი


ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, COVID 19-ით ინფიცირებულთა დინამიკაზე დაკვირვებით, შეიძლება ითქვას, რომ იმატებს ე.წ მსუბუქ შემთხვევათა რიცხი, საშუალო და მძიმე შემთხვევენთან მიმართებაში. ეს განცხადება ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი სიტყვებით დღეს დადასტურებული შემთხვევებიც კლინიკურად „შედარებით უფრო დამაკმატოფილებლად მიმდინარეობს“.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა.

15 ახალი პაციენტიდან 2 სამედიცინო პერსონალია. 10 საკარანტინო სივრციდანაა, მათ შორის ხუთი იმპორტირებული შემთხვევაა, კიდევ ხუთს კი, კონტაქტი ჰქონდა საქართველოში ინფიცირებულებთან. ერთი საბურთალოს წყაროსთან დადასტურებული კონტაქტია, ხოლო ორის წყაროს მოძიება გრძელდება.

2 ივნისიდან 12 ივნისამდე, საქართველოში 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევების რიცხვი 9-ს არ აჭარბებდა. 12 ივნისს 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 13-ში 8 და 14 ივნისს - 13.

15 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 879 შემთხვევაა. მათგან 704 უკვე გამოჯანმრთელებულია. 14 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG