Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში პოლიციამ ამოიღო 150 ნახატი „ბელგაზპრომბანკის“ წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში


ვიქტორ ბაბარიკო
ვიქტორ ბაბარიკო

ბელარუსის პოლიციამ ჩხრეკვის დროს ამოიღო 20 მილიონი დოლარის ღირებულების 150 ნახატი, რომელიც, ოფიციოზის თქმით, გამაზადებული იყო საზღვარგარეთ გასატანად.

ჩხრეკვა ჩატარდა „ბელგაზპრომბანკის“ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ აღძრული კორუფციისა და ფულის გათეთრების საქმის ფარგლებში.

ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიით ნაჩვენებ სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ სურათები ნაწილია „ბელგაზპრომბანკის“ კორპორატიული კოლექციისა, რომელშიც ისეთი შედევრებიცაა, როგორიცაა მარკ შაგალის „მწვანე პეიზაჟი“ და ხაიმა სუტინას „ევა“.

ეს ნამუშევრები Sotheby-ის აუციონზე 2013 წელს იქნა შეძენილი და მას შემდეგ ბანკის კოლექციაში ინახებოდა.

მანამდე გამოძიების ფარგლებში 11 ივნისს სამართალდაცმველებმა დააკავეს ბანკის ყოფილი და ამჟამინდელი 15 თანამშრომელი.

ბელარუსის უდიდეს „ბელგაზპრომბანკს“ ბოლო დრომდე ხელმძღვანელობდა ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ვიქტორ ბაბარიკო, რომელიც 9 აგვისტოსთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას რეალურ პრეტენდენტად ითვლება.

ბელარუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტი მიიჩნევს, რომ „ბელგაზპრომბანკის“ შიგნით მოქმედებდა ჯგუფი, რომელსაც ფული გადაჰქონდა საზღვარგარეთ.

ხოლო გამოძიებას თითქოს მოეპოვებ „დამაჯერებელი მტკიცებულებები“ დანაშაულში ბაბარიკოს თანამონაწილეობის შესახებ, რომელიც ბანკს 2000-2020 წლებში ედგა სათავეში.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოსთვის არის დანიშნული. 65 წლის ლუკაშენკა, რომელიც კვლავ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას, გამარჯვების შემთხვევაში მეექვსე ვადით დაიკავებს სახელმწიფო მეთაურის პოსტს.

ალექსანდრ ლუკაშენკა 26 წლის განმავლობაში ერთპიროვნულად მართავს სახელმწიფოს. 2001, 2006, 2010 და 2015 წლებში - მისი მმართველობის განმავლობაში - ჩატარებული არც ერთი საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებას არ უღიარებია თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG