Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ პოლ უილანს


15 ივნისს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ ჯაშუშობაში დამნაშავედ სცნო და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა აშშ-ის მოქალაქე პოლ უილანს, რომელიც სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

სახელმწიფო ბრალდება უილანისათვის 18 წლით პატიმრობას მოითხოვდა, რაც ჯაშუშობისთვის რუსეთის სისიხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მაქსიმალურ სასჯელს უტოლდება.

უილანმა განაჩენს უწოდა პოლიტიკურად მოტივირებული და განაცხადა, რომ მას უმაღლეს ინსტანციაში გაასაჩივრებს.

პოლ უილანმა რეაგირებისკენ მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტს და ასევე იმ ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ირლანდიის ლიდერებს, რომელთა მოქალაქეცაა.

უილანი 2018 წლის დეკემბერში დააპატიმრეს მოსკოვში. პროკურატურა აცხადებს, რომ მას ფლეშდისკზე გასაიდუმლოებული ინფორმაცია ჰქონდა.

უილანმა თქვა რომ ფლეშდისკი „ჩაუდეს“ და რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია. მან ასევე საპატიმროში თავის ზედამხედველებს ბრალი დასდო მის მიმართ სასტიკ მოპყრობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG