Accessibility links

ფრანგი ექიმების ბრიგადა დასახმარებლად ჩავიდა სომხეთში, სადაც კოვიდვითარება კვლავაც რთულია


ფრანგი ექიმები სომხეთში

სომხეთში 14 ივნისს ჩავიდა ფრანგი ექიმების ბრიგადა, რომელიც უკვე შეუდგა მუშაობას სამი სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში.

„გამოვხატავ მადლიერებას ყველა ჩვენი პარტნიორის მისამართით, ამ ვიზიტის ორგანიზებისათვის, რაც მაღლაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის“, - განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა.

მინისტრის თანახმად, სავარაუდოდ ამ კვირაში სომხეთში ჩავა ექიმებისა და ექსპერტების ჯგუფი ლიეტუვიდან. სომხეთში ჩასვლისა და დახმარების სურვილი გამოთქვა ასევე დაახლოებით 50-მა რუსმა ექიმმა.

სომხეთში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული ვითარება კვლავ რთულია.

ქვეყანაში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსის 397 ახალი შემთხვევა. 62 პაციენტი - გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG