Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის მეორე კერაც ლოკალიზებულია


ლოკალიზებულია ხანძრის მეორე კერა, რომელიც ობსერვატორიიდან დაახლოებით 6 კმ-ში მიუვალ ადგილზე გაჩნდა.

ძლიერი დაკვამლიანება ობსერვატორიის თანამშრომელებმა შეამჩნიეს და ეროვნული პარკის ადმინისტრაციას შეატყობინეს. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება დამწვარია დაახლოებით 100 კვ.მ-მდე ფართობი.

ადიგენის მერის ზაქარია ენდელაძის განცახდებით, ბოლო ორ დღეში, აბასთუმანში ხანძრის ორი კერა დაფიქსირდა. ამასთან, ადგილობრივები ამბობენ, რომ ორივე ხანძარს წინ უსწრებდა ძლიერი წვიმა, რაც დივერსიაზე სპეციალისტების ეჭვებს ამძაფრებს.

ობსერვატორიის თანამშრომელი თამაზ ბარბლიშვილი გამოთქვამს ვარაუდობს, რომ ცეცხლი შესაძლოა მეხის ჩამოვარდნას გამოეწვია. ის დივერსიის ალბათობასაც არ გამორიცხავს.

,,გუშინ წვიმდა და ძალიან ელავდა, ამიტომ შესაძლებელია, რომ მეხისგან გაჩნდა, მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ სველია ირგვლივ ყველაფერი და არც ივლისი და აგვისტოა, რომ გადამხმარი იყოს გარემო, მაშინ არც დივერსია შეიძლება გამოვრიცხოთ, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ორი დღის წინ აბასთუმანში ისევ გაჩნდა ცეცხლი, ოღონდ სხვა მიმართულებით“ - ამბობს თამაზ ბარბლიშვილი.

ცეცხლის კერასთან მუშაობდნენ 5 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 50-მდე მეხანძრე-მაშველი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებლია სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მანამდე, 13 ივნისს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება შევიდა ხანძრის თაობაზე. თავდაპირველი ვერსიით, ცეცხლი ტყეში 12 ივნისს ხეზე მეხის დაცემამ განაპირობა, თუმცა ეს ვერსია მალევე უარყო სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა. გიორგი აბრამაშვილმა არ გამორიცხა, რომ ხანძარი ხელოვნურად იყო გაჩენილი.

ორდღიანი სამუშაოების შემდეგ 14 ივნისს აბასთუმანში ხანძრის პირველი კერა ჩააქვრეს. დაიწვა წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG