Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: წლის ბოლომდე უნდა შეგვეძლოს 10 000 PCR ტესტის გაკეთება ერთ დღეში


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს და აღნიშნა, მის გარეშე ლუგარის ლაბორატორია ვერ შეიქმნებოდა საქართველოში.

როგორც პრემიერი ამბობს, დღეს საქართველოში არის COVID – 19-ით ინფიცირების შემთხვევების ოდნავი ზრდა და მთავრობა ამისთვის მზად არის.

რაც შეეხება ტესტირების საკითხს, გახარია ამბობს: „თუ NCDC მაგალითად ეპიდემიის დაწყების პირველ დღეებში დღეში 100-150 PCR ტესტს აკეთებდა, დღეს NCDC-ის შეუძლია გააკეთოს ქვეყანაში 4500 PCR ტესტი. ჩვენი ამოცანა არის, რომ წლის ბოლომდე ჩვენ, საქართველოში უნდა შეგვეძლოს 10 000 PCR ტესტის გაკეთება ერთ დღეში. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ უფრო თამამად გავხსნათ ეკონომიკა“, - თქვა გიორგი გახარიამ.

სამთავრობო ვებგვერდის StopCov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 879 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 704, გარდაიცვალა 14 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG