Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს 1029 უნივერსიტის რეიტინგში თსუ-ს 601-650 მაჩვენებელი აქვს


გამოქვეყნდა მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგის, ანუ QS World University Rankings-ის წლევანდელი მონაცემები, რომელსაც აწარმოებს ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანია, Quacquarelli Symonds (QS). სია მოიცავს 1029 უნივერსიტეტს და მათი მაჩვენებელი შედგენილია ექვსი კრიტერიუმის, მათ შორის პროფესორებს, მკვლევრებს და თანამშრომლებს შორის უნივერსიტეტების რეპუტაციის გათვალისწინებით.

საქართველოდან სიაში მოხვდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, და მისი მაჩვენებელია 601-650. სიაში 74-ე ადგილზეა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი, 317-ზე ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 477-ზე უკრაინის ხარკოვის უნივერსიტეტი.

სრული ანგარიში 16 ივნისს გამოქვეყნდება. 9 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემებით, ლიდერობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (MIT). სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1 Massachusetts Institute of Technology (MIT)

2 Stanford University

3 Harvard University

4 California Institute of Technology (Caltech)

5 University of Oxford

6 ETH Zurich (Swiss Federal Institute of Technology)

7 University of Cambridge

8 Imperial College London

9 University of Chicago

10 UCL (University College London)

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG