Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნებისთვის მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები


საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან პრემიერ-მინისტრთან ერთად კახეთში გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ საპარალამენტო არჩევნებისთვის უკვე მოწვეული არიან დამკვირვებლები.

„ჩვენ უკვე დავაგზავნეთ მოსაწვევები, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს, რომელიც არის ჩართული არჩევნების მონიტორინგის პროცესში. ეუთო, ევროპის საბჭო, ევროკავშირი, ევროპარლამენტი, საპარლამენტო ასამბლეები, ყველა ის ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც განახორციელებს საპარლამენტო არჩევნებზე მონიტორინგს, უკვე დაპატიჟებულია. მე დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები კიდევ ერთი დასტური იქნება ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების სიმწიფის და იმისა, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არის შეუქცევადი“, - ამბობს ზალკალიანი.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება. თუმცა, როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იქნება, შესაძლოა, არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს. „თუ 21 ნოემბრამდე არ იქნება მეორე ტალღა, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად ტარდება არჩევნები, მაგრამ თუ 31 ოქტომბრამდე მოუწია მეორე ტალღა ამ შემთხვევაში სასწორზე დგას ორი რამ, ერთი - ეპიდემიის გავრცელება და მეორე მხარეს - არჩევნების ჩატარების თარიღი“, - აღნიშნა კობახიძემ 13 ივნისს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG