Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მთავარი არხის" ინფორმაციით, იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია


20.00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს „მთავარი არხი" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. ტელეარხის ცნობით, ნიკა გვარამია ილაპარაკებს პარასკევს თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციის შესახებ, „რა დროსაც სუს-მა რუსეთის მოქალაქე, ქავთარაძის ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ ბინაში აიყვანა“.

„მთავარი არხის“ ცნობით, „აჰმედის სახელით ცნობილი 40 წლის მამაკაცი ვასამბეკ ბოკოვი აღმოჩნდა, რომელიც თბილისში სპეციალური დავალებით იყო ჩამოსული“. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბოკოვი „მთავარი არხის" ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრს, რომლის წარმომადგენელმაც გვითხრა, რომ ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG