Accessibility links

სამშობიაროზე თავდასხმის შემდეგ, "ექიმები უსაზღვრებოდ" ქაბულს ტოვებს


ორგანიზაცია "ექიმები უსაზღვრებოდ" (MSF) აცხადებს, რომ წყვეტს მუშაობას ქაბულის დაშთ-ე-ბარჩის საავადმყოფოში, მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ამ საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაზე სისხლიანი თავდასხმა განხორციელდა და აცხადებს, რომ მსგავსი "შემზარავი" იერიშები შესაძლოა მომავალშიც მოხდეს.

15 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, ჟენევაში განთავსებული ეს საქველმოქმედო ორგანიზაცია ამბობს, რომ 12 მაისს მომხდარი თავდასხმის დროს მიზანმიმართულად მოკლეს 16 დედა, და ასევე იმსხვერპლეს გინეკოლოგი ქალი, 7 და 8 წლის ასაკის ორი ბავშვი და ექვსი სხვა პირი.

ავღანეთის მთავრობა თავდასხმაში თალიბანს ადანაშაულებს, თუმცა თალიბანი პასუხისმგებლობას უარყოფს. უცხოეთის მთავრობები თვლიან, რომ თავდასხმის უკან იდგა ექსტრემისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ავღანური მოკავშირე ჯგუფი.

"ექიმები უსაზღვრებოდ" ამ საავადმყოფოში 2014 წლიდან მუშაობდა, ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად და უფასოდ ახორციელებდა ორსულთა და ახალშობილთა დახმარებას. საავადმყოფოს მდებარეობის არეალში ცხოვრობს შიიტების ბევრი წარმომადგენელი, რომლებიც წარსულში გამხდარან "ისლამური სახელმწიფოს" თავდასხმების სამიზნე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG