Accessibility links

აშშ-ის უზენაესი სასამართლო: ლგბტ პირები დაცულნი არიან დისკრიმინაციისგან სამუშაო ადგილებზე


აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 15 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის ამკრძალავი, უკვე არსებული კანონი მოიცავს დაცვას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (LGBT) ადამიანებისთვისაც, რითიც დიდი გამარჯვება მოუტანა ლგბტ თემის წევრებს.

სასამართლომ ხმების 6-3 შეფარდებით დაადგინა, რომ სამოქალაქო უფლებების შესახებ 1964 წელს შემოღებული მუხლი, რომელიც კრძალავს სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციას სქესზე დაფუძნებით, ასევე ეხება ლგბტ იდენტობის თუ ორიენტაციის მქონე თანამშრომლებს.

ლგბტ პირების უფლებებისთვის ბრძოლაში ეს ყველაზე დიდი იურიდიული გამარჯვებაა მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ 2015 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით გახადა კანონიერი ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინება.

ლგბტ პირთა მხარდამჭერი ჯგუფის, Human Rights Campaign-ის პრეზიდენტმა, ალფონსო დევიდმა, ამ გამარჯვებას უწოდა "გარღვევა" ლგბტ პირთა თანასწორობისთვის ბრძოლაში. "ჩვენ ვერ და არ დავბრუნდებით იმ დროში, როცა ადამიანებს საკუთარი თავის დამალვა უწევდათ, რათა უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ სამსახურში" - წერს ის ტვიტერზე.

გავრცელებული მოლოდინით, ამ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი შედეგი ექნება აშშ-ის მასშტაბით მცხოვრებ, 8,1 მილიონ მომუშავე პირზე. ცალკეულ შტატებში მოქმედი კანონებით, მათი უმრავლესობა ამჟამად არ არის დაცული სამსახურში დისკრიმინაციისგან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG