Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია ელოშვილი ხანძრის შესახებ: დაზარალებულებს სახელმწიფო გვერდით დაუდგება


თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა, რომელმაც ვარკეთილში შერეულ ბაზარში გაჩენილი ხანძარი ადგილზე ნახა, თქვა, რომ ხარალს დათვლიან.

„რაც მთავარია, მსხვერპლი არ იყო, რაც დიდი ბედნიერებაა. მაშველებმა და მეხანძრეებმა იმუშავეს ძალიან მაგრად. ხვალ დაითვლება ყველა ზარალი და ყველა ადამიანი, ვინც დაზარალდა, სახელმწიფო გვერდში დაუდგება. რაც მთავარია ლოკალიზება მოხდა ეფექტურად“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.

ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი ფაქტობრივად ჩააქრეს. პირველადი დათვალიერებით დამწვარია დაახლოებით 1000 კვ.მ ბაზრობის ტერიტორია. პირველადი ინფორმაციით, დაიწვა ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები.

შსს-მ გამოძიება დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG