Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის წარმომადგენელი: კოსოვო და სერბია დათანხმდნენ თეთრ სახლში შეხვედრას ივნისის ბოლოს


რიჩარდ გრენელი

სერბიისა და კოსოვოს მოლაპარაკებებში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი აცხადებს, რომ ორივე მხარისგან მიიღო დასტური ვაშინგტონში 27 ივნისს დანიშნულ შეხვედრაში მონაწილეობაზე, რომლის მიზანი იქნება ურთიერთობის ნორმალიზება.

აშშ-ის წარმომადგენლის, რიჩარდ გრენელის თქმით, კოსოვო და სერბია დათანხმდნენ "დროებით პაუზას აღიარების უკან წაღების კამპანიაში და საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების პროცესში", რათა თეთრ სახლში შეხვდნენ ერთმანეთს და სცადონ ერთ წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში შეჩერებული მოლაპარაკების განახლება.

"თუki რომელიმე მხარე უკმაყოფილო დარჩება 27 ივნისის დისკუსიით, მაშინ ისინი ვაშინგტონის დატოვების შემდეგ სტატუს კვოს დაუბრუნდებიან" - წერს გრენელი ტვიტერზე.

კოსოვომ, სერბიის ყოფილმა პროვინციამ, 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომელსაც ბელგრადი არ ცნობს.

სერბია და კოსოვო ზეწოლის ქვეშ არიან აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან, რათა მათ ყოვლისმომცველ შეთანხმებას მიაღწიონ. გრენელის განცხადება არც ერთ მთავრობას არ დაუდასტურებია, თუმცა კოსოვოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მიწვევას მიესალმნენ.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG