Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში 8 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა


მძიმე პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსით მსოფლიოში უკვე დაინფიცირდა 8 მილიონზე მეტი ადამიანი.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 15 ივნისის საღამოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 015 502-ს მიაღწია. COVID-19-ით გარდაცვლილია 436 319 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით პირველ ადგილზეა აშშ, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს. გარდაცვლილია 116 000-ზე მეტი.

მეორე ადგილზე ბრაზილიაა, სადაც 888 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 44 000-ს უახლოვდება.

მესამე რუსეთია, სადაც ოფიციალური სტატისტიკით, კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 536 400-ზე მეტი ადამიანი და 7 000-ზე მეტი გარდაიცვალა.

გავრცელების მასშტაბით მეოთხე და მეხუთე ადგილზე არიან ინდოეთი(332 424) და დიდი ბრიტანეთი(298 315).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG