Accessibility links

მოვაჭრეებს ვარკეთილის ბაზრობის დამწვარ ტერიტორიაზე ჯერჯერობით არ უშვებენ


ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცალკეული კერების დამუშავებას განაგრძობს. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 1500 კვადარატული მეტრი ფართობი.

ბაზრობის ტერიტორიაზე იმყოფებიან დაზარალებული მოვაჭრეები. სამართალდამცავები მათ ჯერჯერობით არ აძლევენ ტერიტორიაზე შესვლის უფლებას. მოვაჭრეთა ნაწილი ამბობს, რომ ათასობით ლარის ზარალი მიიღო.

ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი 15 ივნისს, ღამით გაჩნდა.

130-მდე მეხანძრე-მაშველი 25 ერთეული ტექნიკით ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG