Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ არის


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის არცერთი ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.

16 ივნისის დილის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი ისევ 879-ია. კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 20 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 724-მდე გაიზარდა.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 14.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG