Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარკეთილის ბაზრობაზე დაახლოებით 4000 კვ.მ-ზე მდებარე ჯიხურები დაიწვა


თბილისის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის ინფორმაციით, ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაიწვა დაახლოებით 4000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული სასაწყობე ჯიხურები.

კერესელიძის თქმით, ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია, თუმცა, უსაფრთხოების მიზნით ადგილზე რჩება სამი სახანძრო მანქანა.

„პირველადი დათვალიერებით ჯერ ვერ მოგახსენებთ, თუ რამ გამოიწვია ხანძარი. ადგილზე არიან შესაბამისი სამსახურები, რომლებიც დაადგენენ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს. ხანძარი, სავარაუდოდ, გაჩნდა შუა ნაწილში“, - უთხრა მედიას ოთარ კერესელიძემ.

ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი 15 ივნისს, ღამით გაჩნდა. 130-მდე მეხანძრე-მაშველი 25 ერთეული ტექნიკით ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდა.

მოვაჭრეთა ნაწილი ამბობს, რომ ათასობით ლარის ზარალი მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG