Accessibility links

ფინანსური პოლიცია: დავაკავეთ პირი, რომელმაც ჯარის გადასავადებლად წვევამდელისგან ქრთამი აიღო


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დააკავა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ წვევამდელს, ჯარში გაწვევის გადავადების სანაცვლოდ, თანხა მოსთხოვა და გამოართვა", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით, მოხელის ფულის მიღება ან მოთხოვნა, რათა ამ მოხელემ პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG