Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამგორის რაიონის გამგებელი: ჩვენი მიზანია, არც ერთი დაზარალებული არ დარჩეს უყურადღებოდ


თბილისის სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის თქმით, ჯერჯერობით რთულია იმაზე საუბარი, რა ზარალი მიადგათ ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად იქ დასაქმებულ ადამიანებს. მისი თქმით, გამგეობის მიზანია, არც ერთი დაზარალებული არ დარჩეს უყურადღებოდ და შესაძლებლობის ფარგლებში პროცესში ჩართულები იქნებიან:

„ჯერ ნაადრევია ზარალზე საუბარი იმიტომ, რომ შიგნით არავინ ჯერ არ შესულა. შიგნით სპეციალური სამსახურები მუშაობენ. როცა შევლენ და დაიწყება დათვლა, მას შემდეგ შეგვიძლია ზარალზე ვისაუბროთ... რაც გადარჩენილია, არავინ არ გაანადგურებს. ტერიტორია დაცულია“, - უთხრა ჟურნალისტებს კახა სამხარაძემ. მისი თქმით, ხანძრის გამომწვევ ვერსიებზე საუბარი შეუძლებელია მანამ, სანამ საგამოძიებო ორგანოები არ დადებენ შესაბამის დასკვნას.

ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი 15 ივნისს, ღამით გაჩნდა. 130-მდე მეხანძრე-მაშველი 25 ერთეული ტექნიკით ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდა.

ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაიწვა დაახლოებით 4000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული სასაწყობე ჯიხურები. მოვაჭრეთა ნაწილი ამბობს, რომ ათასობით ლარის ზარალი მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG