Accessibility links

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ფულადი გზავნილების დინამიკა ეიმედება


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დამაიმედებლად მიიჩნევს ფულადი გზავნილების დინამიკას.

კობა გვენეტაძე ფეისბუკზე წერს, რომ თუკი აპრილში გზავნილები წლიურად 42.3%-ით შემცირდა, მაისში კლება მხოლოდ 9.6% იყო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, ეს ნამდვილად კარგი ამბავია, იმის გათვალისწინებით, თუ რა უარყოფითი მოლოდინი არსებობდა ამ მაჩვენებელთან დაკავშირებით პანდემიის დასაწყისში.

კობა გვენეტაძის განცხადებით, „ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, არც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვექნება ისეთი მაღალი, როგორსაც აქამდე არსებული საბაზო პროგნოზი აჩვენებდა, ეს კი, თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს როგორც ეკონომიკურ აქტივობაზე, ისე გაცვლით კურსზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG