Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის სასამართლომ შინაპატიმრობაში მოათავსა "მემარჯვენე სექტორის" ყოფილი ხელმძღვანელი სერჰი სტერნენკო


სერჰი სტერნენკო
სერჰი სტერნენკო

კიევის სასამართლომ შინაპატიმრობაში მოათავსა უკრაინის ულტრამემარჯვენე გასამხედროებული ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი სერჰი სტერნენკო, რომელსაც განზრახ მკვლელობასა და აკრძალული ცივი იარაღის ფლობაში ედება ბრალი. სტერნენკოს თქმით, ის თავს იცავდა.

მისი მომხრეების გააფთრებული პროტესტების ფონზე კიევის შევჩენკოს რაიონის სასამართლომ 15 ივნისს გვიან საღამოს დაადგინა, რომ სტერნენკო, რომელიც წინათ „მემარჯვენე სექტორს“ ედგა სათავეში ოდესაში, 60 დღით უნდა დარჩეს შინაპატიმრობაში, სანამ გამოძიება მიმდინარეობს.

პოლიციის ცნობით, დაკავებულია ხუთი დემონსტრანტი.

2018 წლის 26 მაისს სტერნენკოს ორი მამაკაცი დაესხა თავს, როცა ის თავის მეგობარ ქალთან ერთად სეირნობდა. მან მოიგერია თავდამსხმელები და დაჭრა ერთ-ერთი, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავად სტერნენკომ მრავალრიცხოვანი ტრავმა მიიღო.

სტერნენკო და მისი მომხრეები ამტკიცებენ, რომ ეს თავდაცვა იყო.

მაგრამ, გამომძიებელთა თქმით, მას შემდეგ, რაც სტერნენკომ თავდამსხმელები მოიგერია, ის ერთ-ერთს გაეკიდა და თავისი დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG