Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოების აზრის კვლევა: საქართველოში გენდერული უთანასწორობა ჯერ კიდევ არსებობს


გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ მომზადებული გამოკვლევის თანახმად, 2019 წელს გამოკითხული ქალების 63% და კაცების 54 % მიიჩნევს, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობა ჯერ მიღწეული არ არის.

2013 წელს ამ მოსაზრებას ქალების და კაცების ნახევარიც კი არ იზიარებდა.

კვლევა სათაურით „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ ამბობს, რომ 2013 წლიდან საგრძნობლად გაიზარდა იმ რესპონდენტების წილიც, რომლებიც არ მიიჩნევენ, რომ ქალების გაძლიერება კაცებს უფლებებს ან სამუშაო ადგილებს ართმევს.

ახლა მეტი ქალი არ ეთანხმება, რომ გენდერული თანასწორობა მხოლოდ მდიდრებისთვის არის სასარგებლო (შედარებისთვის: 66 პროცენტი 2019 წელს და 58 პროცენტი 2013 წელს). თუმცა, კაცების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი პირიქით შეიცვალა (50 პროცენტი 2019 წელს, ხოლო 58 პროცენტი 2013 წელს).

გენდერული წარმოდგენებისა და დამოკიდებულებების კვლევა 2019 წელს გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაკვეთითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა. კვლევა ჩაატარა მოწინავე საერთაშორისო ორგანიზაციამ Promundo - რომელიც კაცებისა და ბიჭების ჩართულობით ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ძალადობის პრევენციას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, კაცებისა და გენდერული თანასწორობის საერთაშორისო კვლევის, IMAGES, მოდელზე დაყრდნობით, რომელიც წარმოადგენს ყოვლისმომცველ შინამეურნეობის კვლევას კაცებისა და ქალების დამოკიდებულებებისა და ქცევის შესახებ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრის ირგვლივ. კვლევის მსვლელობისას გამოიკითხა 2,500 რესპონდენტი და ჩატარდა ფოკუს ჯგუფები საქართველოს ხუთ რეგიონში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG