Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი დღეს განკარგულებას გამოსცემს პოლიციის სისტემასთან დაკავშირებით


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს გამოსცეს განკარგულება დაფინანსების გაზრდისთვის პოლიციელთა უკეთ მოსამზადებლად ძალის გამოყენების საკითხებში და პოლიციის მიერ კანონდარღვევის შემთხვევების მონაცემთა ბანკის შესაქმნელად.

საპრეზიდენტო აქტს, როგორც ვარაუდობენ, დღეს მოეწერება ხელი. მთელი რიგი ქალაქები და შტატები თავად დგამენ ნაბიჯებს, რათა გამოეხმაურონ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, რაც მინესოტაში პოლიციის მიერ დაკავების შედეგად აფრიკელი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს მოჰყვა.

როგორც ვარაუდობენ, ტრამპის განკარგულება არ დააკმაყოფილებს მოძრაობის „შავების სიცოცხლე ფასეულია“ და აქტივისტების ფართო მოთხოვნებს ქვეყნის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის ძირეული შეცვლის თაობაზე.

ამასობაში კონგრესი მუშაობს უფრო ფართო მასშტაბის კანონპროექტზე პოლიციაში რეფორმების შესახებ ფედერალურ დონეზე. წარმომადგენელთა პალატა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, და რესპუბლიკელთა კონტროლქვეშ მყოფი სენატი ცალ-ცალკე დოკუმენტებზე მუშაობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG