Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლსკი გაბუნიას საქმეზე: სუს-მა გამოავლინა განზრახვა, რომელიც შესაძლოა დესტაბილიზაციის წყარო გამხდარიყო


საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მადლობას უხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რუსეთის მოქალაქის ვასამბეკ ბოკოვის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, სუს-მა გამოავლინა ბოროტი განზრახვა, რომელიც არა მარტო ერთი ადამიანის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს, არამედ შესაძლოა დესტაბილიზაციის წყარო გამხდარიყო:

„ვფიქრობ, რომ ეს კრიმინალური დანაშაული მნიშვნელოვანწილად უნდა მომსახურებოდა გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნას საქართველოში, რომ იქ რუსული თემა წამოიწეოდა, გაბუნიას მიმართ კრიტიკული გამონათქვამიც ბევრი წამოვიდოდა მარცხნიდან მარჯვნიდან და შემდეგ დასკვნების გაკეთებაც არ ეზარება ოპონენტების გარკვეულ ჯგუფს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ, რომლის შეფასებითაც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მზადების საქმის გახსნით სუს-მა მაღალ დონეზე იმუშავა.

გუშინ, 15 ივნისს "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, მისი მოადგილისა და არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.

გვარამია გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებას უკავშირებს. მაშინ გაბუნია "რუსთავი 2"-ში მუშაობდა და გადაცემა "პოსტსკრიპტუმი" მიჰყავდა.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან "არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG