Accessibility links

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 3 პირს დაუდასტურდა


თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის ახალი სამი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთი კი, სავარაუდოდ, უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი იყო.

ამ სამი შემთხვევის ჩათვლით, საქართველოში ვირუსი ლაბორატორიულად 882 პირს დაუდასტურდა, მათგან 724 გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG