Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტატისტიკა: საქართველოში კორონავირუსით სამედიცინო საქმიანობაში ჩართული 119 პირი დაავადდა


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა 119-ია. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევაშია აღნიშნული. დოკუმენტი 26 თებერვლიდან 10 ივნისამდე პერიოდს მოიცავს.

"მსოფლიო მასშტაბით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ინფიცირების წყარო არის არა მხოლოდ პაციენტი, როცა ინფიცირების გზაზე პერსონალური თავდაცვის საშუალებების დეფიციტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია, ასევე ოჯახური და სოციალური კონტაქტები. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების დაინფიცირების სიხშირე 5%-დან 20%-მდე მერყეობს", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

აქვე აღნიშნულია, რომ სამედიცინო სფეროში ჩართული პერსონალი საერთო ინფიცირებულთა დაახლოებით 14 პროცენტია. მათი უმრავლესობა (84%) ქალია.

ინფიცირების შემთხვევათა განაწილება პროფესიული ჯგუფების მიხედვით ასეთია:

  • ექთანი - 58% (58 შემთხვევა);
  • ექიმი - 31% (31 შემთხვევა);
  • უმცროსი სამედიცინო პერსონალი - 10% (10 შემთხვევა);
  • ექიმი-ეპიდემიოლოგი - 1% (1 შემთხვევა).

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვირუსი 882 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 724 განიკურნა, 14 კი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 14 პაციენტიდან ერთი კი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG