Accessibility links

იენს სტოლტენბერგი მნიშვნელოვანს უწოდებს ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალის ყოფნას


ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ევროპაში აშშ-ის სამხედრო ყოფნა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ თავად აშშ-ისათვის.

„პრეზიდენტმა ტრამპმა და მე განვიხილეთ ეს საკითხი (გერმანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზის შემცირება) გასულ კვირას სატელეფონო საუბრის დროს. ჩემი მესიჯი ასეთია: აშშ-ის სამხედრო ძალის ყოფნა - არის როგორც ევროპის, ისე აშშ-ის ინტერესში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

წინა დღით, 15 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ 25,000-მდე შეამცირებს გერმანიაში განთავსებული სამხედროების რაოდენობას.

15 ივნისს, თეთრ სახლში გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ გერმანია არ ასრულებს ნატოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებას თავდაცვის ხარჯების თაობაზე და განაცხადა, რომ გერმანიაში აშშ-ის სამხედროების ყოფნა ძალიან ძვირი ჯდება. მისი ეს განცხადებები პირველი ოფიციალური დადასტურებაა გერმანიაში აშშ-ის სამხედროთა რიცხვის შემცირების გეგმისა, რომლის თაობაზეც გასულ კვირაში იუწყებოდა მედია აშშ-სა და გერმანიაში.

ამ გადაწყვეტილებას შეშფოთებით შეხვდნენ ნატოელი მოკავშირეები და აშშ-ის კანონმდებელთა ნაწილი.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ამ საკითხს განიხილავენ ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის სახით 17-18 ივნისს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG