Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ყოველი მესამე პირი ქვემო ქართლიდანაა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ინფიცირებულებიდან ყოველი მესამე პაციენტი ქვემო ქართლიდანაა. 11 ივნისის მონაცემებით, ამ რეგიონში 290 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საერთო მაჩვენებლის 35 პროცენტია.

290 შემთხვევიდან ბოლნისში - 186, თეთრიწყაროში - 59 და მარნეულში - 45 ინფიცირების შემთხვევა იყო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

23 მარტიდან ორი თვის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადაიყვანეს. შემთხვევები აღრიცხული იყო მუნიციპალიტეტის 9 დასახლებულ პუნქტში.

11 ივნისის მდგომარეობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში აღებულია 3 538 ნიმუში, მათგან დადასტურებულია 186 შემთხვევა (5%), 114 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი

23 მარტიდან 18 მაისამდე მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადაიყვანეს. 11 ივნისის მდგომარეობით, მარნეულში აღებულია 2 750 ნიმუში, მათგან ვირუსი 45 შემთხვევაში დადასტურდა (1,6%), გამოჯანმრთელებულია 32. გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

26 აპრილიდან 4 ივნისამდე თეთრიწყარო იმყოფებოდა მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე. 11 ივნისის მდგომარეობით, თეთრიწყაროში სულ აღებულია 907 ნიმუში, მათგან დადასტურებულია - 59 (6%). ინფიცირებულებიდან 31 სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელია, დანარჩენი - ოჯახის წევრები და ახლო კონტაქტები. 59-დან 57 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG