Accessibility links

NCDC-ის კვლევა: კორონავირუსით ინფიცირებული ყოველი მე-10 პაციენტი ასიმპტომური იყო


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ყოველი მეათე ადამიანი ასიმპტომური იყო. შედეგები ცენტრმა 800 შემთხვევიდან გამოთვალა, თუმცა ახლა შემთხვევების რაოდენობა 882-მდეა გაზრდილი.

სიმპტომებიდან ყველაზე ხშირად ვლინდება: ცხელება (57,3%), ზოგადი სისუსტე (34,5%), ხველა (24,6%), ყელის ტკივილი (17%) და თავის ტკივილი (14,5%).

"სიმპტომების ინტენსივობის შესახებ ინფორმაციის მოგროვება პრობლემური აღმოჩნდა 166 შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო რიგი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებით, კერძოდ, ენობრივი ბარიერი, გახსენების მიკერძოება, სიმპტომების აღქმის განსხვავებული მიდგომა, სტიგმატიზაცია. აღნიშნული შემთხვევები კონცენტრირებული იყო ქვემო ქართლის რეგიონში და შეადგენდა ამ რეგიონში გამოვლენილი შემთხვევების 58,4%-ს", - ვკითხულობთ ანგარიშში.

საქართველოში ვირუსი ლაბორატორიულად სულ 882 პირს დაუდასტურდა, მათგან 724 განიკურნა, 14 კი გარდაიცვალა. შესაბამისად, სტაციონარში რჩება 144 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG