Accessibility links

ევროკავშირი შეშფოთებულია ტრამპის განკარგულებით ICC-ის მიმართ შესაძლო სანქციების თაობაზე


დონალდ ტრამპი

ევროკავშირი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის 11 ივნისის განკარგულებით, რომელიც ითვალისწინებს შესაძლო ეკონომიკური და სავიზო სანქციების დაწესებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) იმ თანამშრომელთა მიმართ, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ავღანეთში აშშ-ის სამხედრო პერსონალის მიერ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულის საქმეთა გამოძიებასთან.

სანქციები გავრცელდება ასევე ICC-ის წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენლებზე, რომელიც სასამართლოსთან ითანამშრომლებენ.

ევროკავშირი დაუშვებლად მიიჩნევს ICC -ის საქმიანობასთან დაკავშირებული პირების, სასამართლოს თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების, ასევე გამოძების მოწმეების მიმართ სანქციების შემოღებას და მოუწოდებს აშშ-ის ხელმძღვანელობას, რომ შეცვალოს აღნიშნული პოზიცია.

„უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლაში ICC-ს უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მუშაობა. ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ დაიცავს სასამართლოს გარედან ნებისმიერი ჩარევის მცდელობისგან, რომელიც მიმართული იქნება მართლმსაჯულების აღსრულების ხელის შეშლისა და საერთაშორისო სისიხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირის გამოთხრისკენ“, - ნათქვამია ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის (EEAS) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ 11 ივნისს ხელმოწერილი განკარგულების შემდეგ, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ დაუშვებს, რომ ამერიკის მოქალაქეებს „მართლმსაჯულების პაროდიით“ ემუქრებოდნენო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG