Accessibility links

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას პოლიციის სისტემასთან დაკავშირებით


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს დაფინანსების გაზრდას პოლიციელთა უკეთ მოსამზადებლად ძალის გამოყენების საკითხში და მონაცემთა ფედერალური ბაზის შექმნას პოლიციელთა არამართლზომიერი ქმედებების შესასწავლად.

აშშ-ის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების ფონია ვითარება, როდესაც მთელი რიგი ქალაქები და შტატები თავად დგამენ ნაბიჯებს, რათა გამოეხმაურონ ქვეყნის მასშტაბით თითქმის სამი კვირის განმავლობაში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, რაც მინესოტაში 25 მაისს პოლიციის მიერ დაკავების შედეგად აფრიკელი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს მოჰყვა.

„საერთო მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ გვსურს იყოს კანონი და წესრიგი და გვსურს, რომ ეს მოხდეს პატიოსნად, სამართლიანად და უსაფრთხოდ“, - განაცხადა განკარგულების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ აშშ-ში კონგრესი მუშაობს უფრო ფართო მასშტაბის კანონპროექტზე პოლიციაში რეფორმების შესახებ ფედერალურ დონეზე. წარმომადგენელთა პალატა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, და რესპუბლიკელთა კონტროლქვეშ მყოფი სენატი ცალ-ცალკე დოკუმენტებზე მუშაობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG