Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში უმუშევართა რაოდენობა გასამმაგდა


რუსეთის შრომის მინისტრის თქმით, კორონოვირუსის ეპიდემიის განმავლობაში რუსეთში დარეგისტრირდა დაახლოებით 2,5 მილიონი უმუშევარი. ამის შესახებ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართულ თათბირზე 16 ივნისს განაცხადა რუსეთის შრომის მინისტრმა, ანტონ კოტიაკოვმა.

მანამდე, ორი კვირით ადრე, ფედერაციის საბჭოს კოტიაკოვმა მოახსენა, რომ უმუშევართა რაოდენობამ რუსეთში 2,9 მილიონს მიაღწიაო.

მინისტრის თანახმად, ყოველ კვირაში უმუშევრად რეგისტრირდება დაახლოებით 150 ათასი კაცი.

მარტში, ვიდრე რუსეთი კორონავირუსი ეპიდემიის გამო საყოველთაო კარანტინი გამოაცხადებდა, რუსეთში დარეგისტრირებული იყო 726 ათასი უმუშევარი. შეზღუდვის დაწესების შემდეგ კოტიაკოვი აცხადებდა, რომ რუსეთში უმუშევრობა მიაღწევდა 5,3 მილიონს. მინისტრს მაშინ არ დაუზუსტებია, თუ რა პერიოდზე გათვლით გააკეთა ასეთი პროგნოზი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG