Accessibility links

ხუთამდე გაიზარდა ინგუშეთში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ინგუშეთში, ქალაქ ნაზრანში ხუთი კაცი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ნათესავებს შორის მიწის ნაკვეთის გამო დაწყებული უთანხმოება გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში.

გავრცელებული ცნობებით, დაღუპულთა შორის არის პოლიციისა და რუსეთის გვარდიის ორი თანამშრომელი. ატეხილი სროლის შედეგად ერთი კაცი ადგილზე გარდაიცვალა დანარჩენი ოთხი კი საავადმყოფოში.

გამოძიება მიმდინარეობს ერთი და მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობის მუხლით.

ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარი ინცინდენტის კომენტარს არ აკეთებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG