Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 ინდოელი სამხედრო დაიღუპა ჩინეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებაში


ინდოეთის სამხედრო პატრული აღმოსავლეთ ქაშმირში
ინდოეთის სამხედრო პატრული აღმოსავლეთ ქაშმირში

ინდოეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი 20 ჯარისკაცი დაიღუპა ჩინეთ-ინდოეთის საზღვარზე, აღმოსავლეთ ქაშმირის სადავო მონაკვეთზე ჩინეთის სამხედროებთან მომხდარი შეტაკების დროს.

თავდაპირველად ინდოეთის ხელისუფლება იუწყებოდა სამი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ, მაგრამ მოგვიანებით ოფიციალურმა წყაროებმა განაცხადეს, რომ დაიღუპა 17 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

ამ ინცინდენტის სხვა დეტალები უცნობია. ინდოეთი აცხადებს, რომ დანაკარგი აქვს ჩინურ მხარესაც. პეკინს ქაშმირში შეიარაღებული შეტაკების შესახებ არავითარი ცნობა არ გაუვრცელებია.

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჩინეთმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გალვანის ველზე მდებარე ე.წ. აქტიური კონტროლის ხაზზე (LAC).

ეს არის პირველი ასეთი მასშტაბის მსხვერპლი მსოფლიოს ყველზე უფრო მრავარიცხოვან, ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის მიმდინარე ხანგრძლივი კონფრონტაციის განმავლობაში.

ორ ბირთვულ ქვეყანას შორის 1962 წელს მოხდა ომი, რომელშიც ჩინეთი დამარცხდა. ინოდეთი ჩინეთს ადანაშაულებს მისი ტერიტორიის დაახლოებით 338 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობის მიტაცებაში.

ბოლო 30 წლის განმავლობაში სასაზღვრო დავის გადაჭრის მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებები მიზანს ვერ აღწევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG