Accessibility links

გერმანიის მიერ გამოქვეყნებულ სარისკო ქვეყნების სიაში საქართველო არ არის


გერმანიამ საქართველოს ყველა უშუალო მეზობელი ქვეყანა - სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი შეიტანა კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის სახელმწიფოთა ჩამონათვალში.

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მიერ გერმანიის მოქალაქეების საყურადღებოდ მომზადებულ რიგით მეორე ნუსხაში 130-მდე ქვეყანაა. ჩამონათვალში არ არის საქართველო. გერმანიამ სარისკო ქვეყნების სიის გამოქვეყნება 15 ივნისიდან დაიწყო.

DW წერს, რომ ჩამონათვალში თურქეთის გარდა, გერმანელ ტურისტებში პოპულარული კიდევ რამდენიმე ქვეყანაა. მათ შორის ეგვიპტე, ტაილანდი და მაროკო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG