Accessibility links

9 ახალი პაციენტიდან ჯერჯერობით უცნობია ერთის ინფიცირების წყარო


საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 6 სხვა ქვეყნებიდან შემოტანილია. ამის შესახებ მედიას აცნობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ექვსიდან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ექვსივე კარანტინის ზონაში იმყოფებოდა.

კიდევ ორ ახალ პაციენტს კონტაქტი ჰქონდა ადრე დაინფიცირებულ პირებთან. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მხოლოდ ერთი შემთხვევაა, რომლის წყაროს მოძიება გრძელდება.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულ შვიდივე პაციენტს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ.

17 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 888 შემთხვევაა. მათგან 731 უკვე გამოჯანმრთელდა. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG