Accessibility links

კარანტინის დროს კაცების ერთ-ერთი მთავარი საქმე დასვენება იყო - გაეროს ქალთა ორგანიზაცია


გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, Covid-19-ის პანდემიის პირობებში ქალებისთვის საოჯახო საქმეებზე გაწეული აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი კიდევ უფრო გაიზარდა. ორგანიზაციამ შეისწავლა, რა გავლენა იქონია COVID-19-მა საქართველოში ქალებისა და გოგოების მდგომარეობაზე და როგორ შეცვალა მათი ცხოვრება პანდემიამ.

მათივე ინფორმაციით, კარანტინის დროს ქალების შემთხვევაში მთავარი საქმიანობების ხუთეული ასეთი იყო: საჭმლის მომზადება, დალაგება, სახლის საქმეების მართვა, ბავშვებზე ზრუნვა და ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართულობა. კაცების შემთხვევაში კი მთავარ საქმიანობებს სახლის საქმეების მართვა, საყიდლებზე სიარული, დასვენება, შინაური ცხოველების მოვლა და ბავშვებთან თამაში წარმოადგენდა.

ბავშვების მოვლაზე, დალაგებასა და საჭმლის მომზადებაზე მათ ახლა გაცილებით დიდი დროის დახარჯვა უწევთ. გამოკითხული ქალების 61% ამბობს, რომ ისინი ბავშვებზე ზრუნვას მეტ დროს უთმობენ, 41%-ს დალაგებაზე დახარჯული დრო გაეზარდა, 31%-ს კი — საჭმლის კეთებაზე", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

კვლევის სატელეფონო გამოკითხვის კომპონენტმა მთელი საქართველოს მასშტაბით 1 069 ადამიანი გამოიკითხა. მათ შორის, 572 - ქალი და 497 - კაცი. სრული ანგარიში ხელმისაწვდომი ივნისის ბოლოსთვის იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG