Accessibility links

„კავეა Drive-in“ მინიმუმ 200 მანქანაზე იქნება გათვლილი


„კავეა drive-in“ კინოთეატრები ივლისის დასაწყისში გაიხსნება. ამ ინფორმაციას კინოთეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. ჩვენებები გაიმართება ლისის ტბასთან ახალ იპოდრომზე. მაყურებელს მსოფლიო პრემიერებთან ერთად, კინომარათონებისა და სხვა ივენთების ნახვაც შეეძლება.

ახალი იპოდრომის პარკინგზე, კავეა drive-in კინოთეატრები, საწყის ეტაპზე, მინიმუმ 200 ავტომობილზე იქნება გათვლილი, მოეწყობა სპეციალური სივრცე სხვა სახის ტრანსპორტისა და ავტომობილების გარეშე მოსული მაყურებლისთვისაც. სეანსები საღამოს 8 საათის შემდეგ გაიმართება. მოეწყობა 1 ან 2 ჩვენება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG